|
2017-07-13 13:19:48, 2369 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ენერგოუსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ენერგოუსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა. ბათუმში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საქართველოს ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე ესწრებოდნენ, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, საქართველოს როლი ენერგოთვალსაზრისით მნიშვნელოვანია, არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის. „ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოება დიდწილად სწორედ საქართველოს როლზე დგას, იმ სატრანზიტო როლზე, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს. შესაბამისად, განვიხილეთ ყველა ის შესაძლებლობები, რომელიც რეგიონში არსებობს, იმისათვის, რათა ერთის მხრივ, საქართველო და რეგიონი, მეორე მხრივ, ევროკავშირი იყოს უფრო მეტად უსაფრთხო ენერგოთვალსაზრისით", - აღნიშნა აბაშიშვილმა. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების მიმართულებით გაჩენილ შესაძლებლობებს და იმ პროექტებს, რომლითაც საქართველო ენერგოსისტემის გაძლიერებას შეძლებს.
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)