14:19 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 12:47:00, 2626 ნახვა

სამართალი
ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

„ქრონიკა პლუსის“ რედაქტორის ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის გადასინჯვის გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით მიიღო.

ხარშილაძე გირაოს სახით 15 000-ლარიანი გირაო დაეკისრა. ასევე სასამართლოსთვის პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩაბარება დაევალა.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად კვლავ პატიმრობას ითხოვდა, რადგან მათი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ბრალდებული გამოძიებას მიემალება. თუმცა, ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ ხარშილაძე მიმალვას არ აპირებს და გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

ბრალდებულმა დავით ხარშილაძემ დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს ჩვენება საკუთარი ინიციატივით  მისცა და დაკავების დეტალები გაიხსენა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics