22:20 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 12:00:51, 2706 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: საქართველო სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო და ენერგოდერეფანი გახდა

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო და ენერგოდერეფანი გახდა.

ამის შესახებ პრემიერმა ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" გახსნაზე განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოზე გადის საგზაო და სარკინიგზო ქსელები, ასევე  მილსადენები, რომლებიც აკავშირებს კასპიის ნავთობისა და გაზის საბადოებს თურქეთსა და ევროპასთან.

 „განსაკუთრებით სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს ენერგოუსაფრთხოება ევროატლანტიკური სივრცის წინაშე მდგარი საფრთხეების გათვალისწინებით. შავი ზღვის რეგიონს და სამხრეთ კავკასიას უდიდესი დატვირთვა აქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და ეფექტიანი გზა ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციისათვის სწორედ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე გადის. საქართველოს, როგორც თავისუფალ, დემოკრატიულ და ღია სახელმწიფოს, მნიშვნელოვანი როლი აკისრია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით,  ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება, საქართველოს აქცევს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ კიდევ უფრო მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად.

„საქართველო გააგრძელებს ყველა იმ პროექტის აქტიურ მხარდაჭერას, რომელიც დაკავშირებულია სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფანთან და ხელს შეუწყობს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების შემდგომ გამტკიცებას, აზერბაიჯანის, ხოლო მომდევნო ეტაპზე ასევე თურქმენეთის რესურსების ევროპის მიმართულებით შესაძლო ტრანზიტის კუთხით“, - აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ სულ უფრო აქტუალური ხდება ისტორიული „აბრეშუმის გზის“ განახლება.

„დარწმუნებული ვარ, აბრეშუმის გზის სარტყლის ქვეყნებთან თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ინდუსტრია და კომუნიკაციები, დადებით შედეგებს მოუტანს არა მარტო რეგიონს, არამედ მთლიანად ევროპას. წინ სამიტი გველოდება და მნიშვნელოვანია ვიფიქროთ მომავალზე. ჩვენი მიზანია საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics