|
2017-07-13 11:53:41, 2619 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
იან კელი: საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მაღალ დონეზე აყვანამდე, პრობლემები უნდა აღმოიფხვრას
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში იან კელის განცხადებით, საქართველოს სუვერენული უფლებაა, ჰქონდეს ურთიერთობა ნებისმიერ ქვეყანასთან, მათ შორის ჰქონდეს დიალოგი რუსეთთან. თუმცა კელის თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მაღალ დონეზე აყვანამდე, უნდა აღმოიფხვრას პრობლემები, რაც ადამიანებს ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებასა და ურთიერთობებში: „მაღალ დონეზე ურთიერთობის საფუძველი, ურთიერთობის ნორმალიზაცია უნდა გახდეს“, -აღნიშნა იან კელიმ. შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფხაზეთის ე.წ სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი მიესალმება საქართველოს ახალი ხელისუფლების განცხადებას აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგის შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)