2017-07-12 20:54:55, 2687 ნახვა
საზოგადოება
აღმაშენებლის გამზირზე ფასადის ჩამონგრევის შედეგად გოგონა დაშავდა
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე შენობის ფასადი ჩამოინგრა.
შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა გოგონა დაშავდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, იგი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
„ახლაგაზრდა გოგონაა დაშავებული. იტკიებს თავს და გულ-მკერდს. თვალსაჩინო, ხილული დაზიანებები არ აღენიშნება“, - განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში.
ადგილზე სამაშველო ბრიგადაც იყო გამოძახებული, თუმცა როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, მაშველების დახმარება საჭირო არ გახდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან