|
2017-07-12 19:49:31, 2770 ნახვა
სამართალი კომენტარი
ირმა ჭკადუა: ოთარ აბესაძე თავს ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად გრძნობს, მას დამშვიდება სჭირდება
კორუფციის ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა. ე.წ. მოდულის შენობა ირმა ჭკადუამ ცოტა ხნის წინ დატოვა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მერიის ყოფილი თანამშრომელი თავს ფსიქოლოგიურად ცუდად გრძნობს და დამშვიდება სჭირდება. შეკითხვაზე - აღიარებს თუ არა აბესაძე ბრალს, ჭკადუას პასუხი ჯერჯერობით არ აქვს. "დაკავებული თავს ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად გრძნობს, გამომდინარე აქედან, ჩვენ დიდი ხანი ვერ ვისაუბრეთ მასთან. მას სჭირდება ცოტა ხანი დამშვიდება, ჩვენ მოგვიანებით კიდევ მოვინახულებთ და მასთან შევაჯერებთ იმას, თუ რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ჭკადუამ. ცნობისთვის, თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე სუს-მა დღეს დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)