08:24 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-12 18:55:00, 2984 ნახვა

პოლიტიკა
მოსკოვი რუსი და ქართველი პარლამენტარების ურთიერთობის მზაობას ადასტურებს

მოსკოვი რუსი და ქართველი პარლამენტარების ურთიერთობის მზაობას ადასტურებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

Tass-ი ინფორმაციით, რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთი სხვა დონის კონტაქტებისთვისაც მზადაა.

"რაც შეეხება რუსეთისა და საქართველოს პარლამენტარებს შორის, ჩვენ ამას მხოლოდ მხარს ვუჭერთ. უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ სხვა დონეებზე კონტაქტებისთვის", - განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა აბაშიძე-კარასინის ფორმატსაც გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ "სხვა სახის ფორმატისთვისაც მზად არიან, რომლებიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება".

"ჩვენ ერთმანეთს უნდა ვესაუბროთ, მოვძებნოთ გამოსავალი. ჩვენ მეზობლები ვართ, ბევრი საერთო გვაქვს ისტორიაშიც, და დღევანდელ რეალობაშიც. ამიტომ, ჩვენ მივესალმებით პარლამენტარების ინიციატივას", - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics