10:42 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-12 16:44:08, 2122 ნახვა

საზოგადოება
დიდუბეში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ტერიტორიების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში, მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, თანადაფინანსებული პროექტები  99,9 %-ით შესრულდა. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, გამგეობის ბიუჯეტიდან 117 სხვადასხვა პროექტისთვის 998 800 ლარი გამოიყო.

მათივე ცნობით, 30 ობიექტზე შეიცვალა ამორტიზებული წყალსაწრეტი მილები   და შიდა კანალიზაციის ქსელები, აღდგა საერთო სარგებლობის კიბეები. 
ამხანაგობების მოთხოვნით, გარემონტდა სადარბაზოები, შეკეთდა ქანობიანი და ბრტყელი სახურავები.
 20 მისამართზე კორპუსებს  სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია ჩაუტარდა.  

გამგეობის თანადაფინანსებით, გამაგრდა 2 ავარიული საცხოვრებელი სახლი, ასევე 14 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას დაუფინანსდა ლიფტების რეაბილიტაციის სამუშაოები.

მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან მოსახლეობის საერთო სარგებლობის ტერიტორიების კეთილმოწყობისთვის  1 296 800 ლარი გამოიყო.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების მისაღებად, დიდუბის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში განცხადებები ყოველი თვის პირველიდან 10 რიცხვის ჩათვლით მიიღება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics