19:49 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-12 14:39:52, 2823 ნახვა

მსოფლიო
„თალიბანი“ ავღანეთში სამგზავრო ავტობუსს თავს დაესხა - დაიღუპა 7 ადამიანი

ავღანეთის პროვინცია ფარაჰში, ტერორისტული დაჯგუფება „თალიბანის“ წევრები სამგზავრო ავტობუსს თავს დაესხნენ, - ამის შესახებ Tolo News იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ტერორისტებმა სამგზავრო ავტობუსის გააჩერეს, 7 ადამიანი გამოიყვანეს და ჩაცხრილეს. ამასთან, თავდამსხმელებმა გზაზე, რომელიც ქალაქებს ფარაჰსა და ჰერათს აკავშირებს, მოძრაობა ჩაკეტეს.

როგორც მედია წერს, ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩაატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 10 ტერორისტი მოკლეს და 7 დაჭრეს.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე თვეა ავღანეთში სიტუაცი მკვეთრად გაუარესდა. თალიბანმა, რომელიც აქამდე ქვეყნის რეგიონების მნიშვნელოვან ტერიტორიებს აკონტროლებდა, დიდ ქალაქებზე თავდასხმები დაიწყო. ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენაც გაძლიერდა.  აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად მომხდარ თავდასხმაზე "თალიბანს" პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics