10:42 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-12 12:11:56, 2249 ნახვა

საზოგადოება
თბილისის პირველ ლიგას ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს

8-9 ივლისს, „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფარგლებში, თბილისის პირველ ლიგაში პირველი წრის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა.

თამაშები, უმეტესად უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა. ტურის ცენტრალური შეხვედრა ცხრილის ლიდერებს შორის გაიმართა, სადაც ერთმანეთს „დადიანი“ და „პლატინუმი“ დაუპირისპირდა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ პლატინუმის გამარჯვებით 4:3 დასრულდა. „სასამართლომ“ „დადიანის“ მარცხით ისარგებლა და ერთპიროვნულად გალიდერდა, ხოლო „პლატინუმმა“ მეორე საფეხურზე გადაინაცვლა.

თბილისის უმაღლესი და პირველი ლიგა 26 – 27 აგვისტოდან განახლდება.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“, ინტერნეტ პორტალები: „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.

თბილისის ლიგის მხარდამჭერია თბილისის მერია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics