2017-07-12 10:52:00, 2150 ნახვა
საზოგადოება
ლოჭინის ხიდიდან აეროპორტის ხიდების მიმართულებით დღეიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას იწყებს.
კახეთთან დამაკავშირებელი გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია 12 ივლისს დაიწყება და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.
"გზის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4.5 მლნ ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს "ენკო" შეასრულებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან