08:21 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 16:22:09, 2467 ნახვა

პოლიტიკა
13-14 ივლისს ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართება

13-14 ივლისს, ქ. ბათუმი  რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპულ გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ უმასპინძლებს. 

კონფერენცია მონაწილეებისათვის წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას ევროკავშირსა და მის სამეზობლოში არსებული გეოპოლიტიკური, უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების გამოწვევებისა და ამ პროცესებში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების როლის განსახილველად.

კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდება ევროპული  დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ასევე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე და საქართველოს როლის მნიშვნელობაზე რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების გათვალისწინებით, წელს კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციის თემების განხილვას, ასევე, დისკუსია გაიმართება ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესსა და ევროკავშირის მესამე ენერგო პაკეტის თაობაზე,  ასოცირების შესახებ შეთანხმებების განხორციელების საკითხებზე. 

13 ივლისს კონფერენციას გახსნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი  ვიქტორ დოლიძე. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელ სიტყვით მიმართავენ  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროკომისიის ენერგეტიკული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მაროშ შევჩოვიჩი და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა“ 2007 წლიდან, ტრადიციულად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics