10:41 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 16:17:07, 1974 ნახვა

საზოგადოება
ვიქტორ დოლიძე ბრატისლავას პროფესიული სკოლის დირექტორს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ბრატისლავას პროფესიული სკოლის დირექტორს  მარია კატრენიაკოვასა და ამავე სკოლის წარჩინებულ სტუდენტს მიქაელა მაგდალენა ტიჩას შეხვდა.

სტუმრები საქართველოში პროექტის ,,ევროპელი მასწავლებელი“ ფარგლებში იმყოფებიან.

 ეს პროექტი  ქართული პროფესიული სკოლებისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერითა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფრომაციო ცენტრის ორგანიზებით პროექტის "ევროპელი მასწავლებელი" ფარგლებში 10  პროფესიული სკოლის  მასწავლებელი  საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან  (მიმართულება: სასტუმროს მენეჯმენტი, მშენებლობა, კულინარია)  მაისის ბოლოს  ვიზიტით სლოვაკეთში, ბრატისლავაში იმყოფებოდა.

 ისინი  სლოვაკური პროფესიული სკოლების წარმომადგენლებს შეხვდნენ დირექტორებს, სტუდენტებს, პედაგოგებსა და მათი გამოცდილებები გაიზიარეს.

 პროექტი  ICMPD- მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ფინანსური მხარდჭეერით ხორციელდება.

ეს არის ამ პროექტის  პირველი წარმატება, იწყება პირველი ურთიერთობები სკოლებს შორის, ისახება პირველი გეგმები, გაცვლითი პროგრამები, სკაიპ გაკვეთილები.

ქართველი მასწავლებელები და სტუდენტები ევროპელი კოლეგების გამოცდილებას გაიზიარებენ.

სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა  ქართულ და სლოვაკურ პროფესიულ სკოლებს შორის სამომავლო გეგმებსა და პერსექტივებზე ისაუბრეს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics