|
2017-07-11 15:30:23, 2533 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლებამ საინფორმაციო ტექნოლოგიების 105 სპეციალისტის დაკავების განკარგულება გასცა
თურქეთის გენერალურმა პროკურატურამ საინფორმაციო ტექნოლოგიების 105 სპეციალისტის დაკავების თაობაზე განკარგულება გასცა, - ამის შესახებ თურქეული სააგენტო Anadolu იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს ბრალი გასული წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა ედებათ. როგორც სააგენტო წერს, 105 პირიდან თურქმა სამარტალდამცველებმა 52 უკვე დააკავეს. დაკავებულთა შორის თურქეთის სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიის ყოფილი თანამშრომლები არიან. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები აქტიურად სარგებლობდნენ აპლიკაცია ByLock-ით, რომელსაც ხშირად იყენებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერები. მედიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რათა პოლიციამ დარჩენილი 53 ბრალდებული დააკავოს. მანამდე, თურქეთის ხელისუფლებამ ანალოგიური ბრალდებით უნივერსიტეტის 72 თანამშრომლის დაკავების განკარგუელბა გასცა. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა 2016 წლის 15 ივლისს მოხდა, რის შედეგადაც 250 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 200 მძიმედ დაშავდა. მოწყობილი პუტჩის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით 150 ათასი სახელმწიფო მოხელე გაათავისუფლეს, 50 ათასზე მეტი ადამიანი კი დააკავეს. თურქეთის ხელისუფლებამ გადატრიალების ორგანიზატორად მუსლიმი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი დაასახელა. გიულენი უკვე 10 წელზე მეტია აშშ-ში, კერძოდ კი პენსილვანიაში ცხოვრობს, შესაბამისად თურქეთი ამერიკისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. თავის მხრივ ამერიკა გიულენის ექსტრადირებაზე უარს აცხადებს და აღნიშნავს, რომ თურქეთმა შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარადგინოს. ტავად გიულენი ბრალს არ აღიარებს.
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)