13:06 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 15:26:12, 2251 ნახვა

სამართალი
პროკურორი: მოწმის თქმით, გიორგი მამალაძე სხვადასხვა შპს-ში „შპს-ს მამაოდ“ იყო გაფორმებული

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი შპს-ს დირექტორი დაიკითხა, რომელმაც განმარტა, რომ ბრალდებული გიორგი მამალაძე სხვადასხვა შპს-ში გაფორმებული იყო შპს-ს მამაოდ.

მისივე თქმით, გიორგი მამალაძე იღებდა სხვადასხვა რაოდენობის ხელფასს და მათ შორის საახალწლოდ პრემიებსაც.

„ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულს სხვადასხვა სასულიერო მოღვაწეობა განეხორციელებინა, ის დაკავებული იყო ანგარებით და უსაფუძვლო გამდიდრებით, მათ შორის საპატრიარქოს ქონების მეშვეობით“, - განაცხადა გუბელაძემ.

მისივე ინფორმაციით, დღესვე დაიკითხა საპატრიარქოს ერთ-ერთი იურისტი და სოსო ნადარეიშვილი, რომელსაც პროკურორის განმარტებით გიორგი მამალაძე თავდაპირველად სთხოვდა გველის შხამს.

„საპატრიარქოს იურისტმა განმარტა, რომ ბრალდებულის საჯარო განცხადებები სხვადასხვა კორუფციულ სქემებთან და უძრავ ქონებებთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს. ის გახლავთ იურისტი და მან განმარტა, რომ ბრალდებულის ეს განცხადებები არის სიცრუე, დაუსაბუთებელი და საპატრიარქოს ქონებების უსაფუძვლო განკარგვა-განიავება არ ხდებოდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე კარგად წარმოჩნდა ბრალდებულის პიროვნება. დავსვით კითხვა, რას აკეთებდა ბრალდებული აღნიშნულ შპს-ში, რატომ იღებდა ყოველთვიურად ხელფასს და მათ შორის საახალწლოდ პრემიებსაც, რას ნიშნავს შპს-ს მამაო და არსებობს თუ არა ზოგადად ასეთი ტერმინი“, - აღნიშნა ზვიად გუბელაძემ.

ამასთან, გუბელაძემ კითხვაზე - თუ რა კავშირი ჰქონდა მიმდინარე საქმესთან ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას ჩვენებას, გუბელაძემ განმარტა, რომ არჩილ გამზარდიამ, როგორც ანალიტიკოსმა საკუთარი ვარაუდები გამოთქვა პატრიარქთან დაკავშირებით და ვინაიდან გამოძიება სრულყოფილად და ობიექტურად უნდა ჩატარდეს, ყველა მოწმის ჩვენება მნიშვნელოვანია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics