08:21 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-10 20:59:06, 2441 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტთან ანდრაინ კანდუსთან.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო განზომილებას. ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა გასულ კვირას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტების ერთობლივი მიმართვა ევროპარლამენტისადმი, რომელიც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერის გამოხატვას გულისხმობს.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის საკანონმდებლო  ორგანოების აქტიურ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის  მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტმა გამოხატა დაინტერესება უმასპინძლოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სამმხრივ საპარლამენტო შეკრებას. თავის მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა მზადყოფნა საქართველომ, როგორც სუამის თავმჯდომარე ქვეყანამ ხელი შეუწყოს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების - სუამ-ის ფარგლებში საპარლამენტო თანამშრომლობის გააქტიურებას.

საუბარი შეეხო ურთიერთ გამოცდილების გაზიარებას ქვეყნის განვითარების პროცესში. მოლდოვას პარლამენტის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს შთამბეჭდავ პროგრესს მრავალი მიმართულებით, რაც მისი განცხადებით სამაგალითოა მოლდოვასათვის.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის მნიშვნელობას  საერთო გამოწვევების დაძლევის პროცესში და აღინიშნა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერა, ისევე როგორც მჭიდრო თანამშრომლობა ევროპული ინტეგრაციის მიზნების განხორციელებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics