2017-07-10 20:22:12, 2078 ნახვა
საზოგადოება
აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული გზის რეაბილიტაცია იწყება
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას იწყებს. კახეთთან დამაკავშირებელი გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია 12ივლისს დაიწყება და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. გზის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4.5 მლნ ლარი დაიხარჯება.სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს "ენკო" შეასრულებს.
საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ლოჭინის ხიდიდან აეროპორტის ხიდების მიმართულებით.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან