10:01 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-10 17:19:46, 1924 ნახვა

საზოგადოება
მცირე მეწარმეობის დასაწყებად გრანტი კიდევ 155 დევნილს გადაეცა

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ,  მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად, გრანტი კიდევ 155 დევნილს გადასცა. 

დევნილებმა გრანტების საშუალებით  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა,  საქონელი, ფრინველი, ფუტკრის სკები, მოაწყვეს სათბურები, ხეივნები, სათავსოები, სამკერვალოები, სილამაზის სალონები, საცხობები  შეიძინეს.

როგორც უწყების  მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საგრანტო პროგრამა „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მისი ბიუჯეტი 810,006 აშშ დოლარს შეადგენს.

 „საგრანტო პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და  31 ივლისამდე გაგრძელდება.

გრანტები გაიცემა შემდეგ სამიზნე კატეგორიებზე:  მარტოხელა მშობლებზე, რომლებიც ზრდიან არასრულწლოვან შვილებს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე ან მათ ოჯახის წევრებზე, 25 წლის ან ნაკლები ასაკის ახალგაზრდებზე, რომლებიც მართავენ ოჯახს - დამოუკიდებლად უვლიან არასრულწლოვან დედმამიშვილებს, ხანდაზმულ პირებზე, რომლებიც ზრუნავენ არასრულწლოვან ობოლ შვილიშვილებზე.საგრანტო განაცხადების მიიღება შესაძლებელია: დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო - ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოები:  ქ. ზუგდიდი, ხუბულავას ქ N6  ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზ. N27

საგრანტო განაცხადის გაკეთება ასევე შესაძლებელია: გურჯაანის, ბათუმის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, ქუთაისის, მარნეულის, თიანეთის, თელავის, ყვარლისა და მესტიის იუსტიციის სახლებში.

გარდა ამისა, განაცხადების მიღება მიმდინარეობს: კაზრეთის, სართიჭალის, მარტყოფის, მეჯვრისხევის, ორსანტიის, კოდის, სადახლოს, დიდი ჯიხაიშის, ჩაქვის, ჯვარის, გეგუთისა და გომის საზოგადოებრივი ცენტრებშიც“,-ნათქვამია დევნილთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროგრამის მიზანია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

პროგრამას დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებენ.

პროგრამის ფარგლებში,  საქართველოს მასშტაბით,  უკვე დაფინანსებული იყო 475 დევნილი.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics