10:01 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-10 15:51:57, 2083 ნახვა

საზოგადოება
საპატრულო პოლიციის საფეხბურთო გუნდმა კორპორატიული თასი მოიპოვა

შსს-ს საპატრულო პოლიციის საფეხბურთო გუნდი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016-2017 წლების გათამაშების კორპორატიული თასის მფლობელი გახდა.

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ფინალურ მატჩში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის და „ევროპაბეთის“ საფეხბურთო გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრე ხვადაგიანი და დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

თამაში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. შსს-ს სპორტსმენებმა ფინალურ შეხვედრაში „ევროპაბეთის“ გუნდი 5:2 ანგარიშით დაამარცხეს.

ოქროს ლიგის შარშანდელმა გამარჯვებულმა, შსს-ს საპატრულო პოლიციის გუნდმა გათამაშების კორპორატიული თასი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად პოლიციის კაპიტანი, ირაკლი ქარჩავა დასახელდა. ნომინანტები და გამარჯვებული გუნდი შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრე ხვადაგიანმა დააჯილდოვა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics