08:21 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-10 15:41:24, 2407 ნახვა

პოლიტიკა
„შეჩერდეს კონსტიტუციის ერთპარტიული პროექტი“ - პრეზიდენტი ფუნდამენტური საკითხების გადახედვას მოითხოვს

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი, ეკა მიშველაძე საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მიშველაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდის პოზიცია ადასტურებს, რომ ცვლილებების მთავარი მიზანი თავიდანვე პერსონალურად პრეზიდენტის წინააღმდეგ კამპანიის წარმოება იყო. 

გიორგი მარგველაშვილი „ქართულ ოცნებას" პროცესის შეჩერებისა და ფუნდამენტური საკითხების გადახედვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

„7 ივლისს, პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული შეთავაზება, დაწყებულიყო რეალური მოლაპარაკება საკონსტიტუციო თემებზე კონსენსუსის მისაღწევად, მმართველი გუნდის მხრიდან უარყოფილ იქნა.

„ქართული  ოცნების" განმარტებით -  ისინი ყველასთან მზად არიან დიალოგის გასამართად, ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის გარდა.

სამწუხაროდ, ამ უარმა კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა, რომ მთელი ეს პროცესი იმთავითვე, არა  უკეთესი კონსტიტუციის შესაქმნელად, არამედ  პიროვნულად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია იყო.

მმართველი გუნდის მხრიდან ბოლო დროს გაკეთებულმა განცხადებებმა მკაფიოდ აჩვენა, რომ მათი ე. წ. მზაობა კონსენსუსის მისაღწევად არაგულწრფელი და მოჩვენებითია.

შესაბამისად, პრეზიდენტის აზრით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არის ერთადერთი: პირველ რიგში შეჩერდეს ნაჩქარევად, ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის ერთპარტიული პროექტი.

კონსტიტუციაში მოხდეს ძირითადი, ფუნდამენტური საკითხების გადახედვა, როგორიცაა:       პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა; ბონუსის სისტემის გაუქმება; საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდა; მოსამართლეების დანიშვნის წესი; პრეზიდენტის არჩევის წესი; უშიშროების საბჭოს შენარჩუნების საკითხი

თუ  საპარლამენტო უმრავლესობა, ამ ფუნდამენტური საკითხების გადახედვის გარეშე, მესამე მოსმენით მაინც მიიღებს არსებულ კანონპროექტს, ეს იქნება არაკონსენსუსური, დაბალი ლეგიტიმაციის მქონე დოკუმენტი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics