19:50 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-10 10:48:34, 3002 ნახვა

მსოფლიო
სტამბოლში ათასობით ადამიანმა რეჯეპ ტაიფ ერდოღანის მმართველობა გააპროტესტა

სტამბოლში მრავალათასიანი ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქცია გაიმართა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო. დემონსტრაციას წინ „სამართლიანობის მარში“ უძღოდა, რომელიც 15 ივნისს ანკარიდან დაიწყო და სტამბოლში მსვლელობით დასრულდა. 

აქციის მონაწილეები მასობრივ დათხოვნებსა და დაპატიმრებებს აპროტესტებენ, რომელიც გასული წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის მასშტაბით მიმდინარეობს. 

ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა აქციის მონაწილეები ტერორიზმთან კავშირში დაადანაშაულა. ამასთან, მისივე თქმით, აქციის ორგანიზატორები, სახალხო-რესპუბლიკური პარტია, ოპოზიციური პარტიის საქმიანობის ჩარჩოებს გასცდა და საქმიანობას ტერორისტულ დაჯგუფებეთან ერთობლივად  აწარმოებს. 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის განკარგულებით ქვეყნის მასშტაბით 50 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, ხოლო 140 ათასზე მეტი სამსახურიდან გაათავისუფლეს. დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics