2017-07-10 10:20:46, 2129 ნახვა
საზოგადოება
ფოთის ბაზრობაზე ხანძარი 500 კვ.მ-მდე ფართობზე იყო გავრცელებული - უცნობია დაზღვეული ჰქონდათ თუ არა მოვაჭრეებს საქონელი
ფოთის ბაზრობაზე ცეცხლი დაახლოებით 500 კვ.მ ფართობიზე იყო გავრცელებული. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
მას გამოძიება შეისწავლის, თუმცა მოვაჭრეები არ გამორიცხავენ, რომ ცეცხლი ხელოვნურად იყოს გაჩენილი.
ჯერჯერობით ასევე უცნობია, მოვაჭრეთა რა რაოდენობის პროდუქცია გადარჩა და ჰქონდათ თუ არა მათ ქონება დაზღვეული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან