2017-07-10 09:59:42, 2542 ნახვა
საზოგადოება
ფოთის ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია
ფოთის ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
თუმცა, ადგილზე კვლავ რჩებიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რათა ცეცხლის გაჩენის ყველანაირი საშიშროება მოიხსნას.
ცეცხლი ბაზრობის საკმაოდ დიდ ფართობზე იყო გავრცელებული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. ასევე, არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან