2017-07-10 09:34:37, 2472 ნახვა
საზოგადოება
ფოთის ბაზრობაზე ხანძარია
ფოთის ბაზრობაზე ხანძარია.
ადგილზე მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ცეცხლის ლოკალიზებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.
როგორც ცნობილია, ხანძარი საკმაოდ დიდ ფართობზეა გავრცელებული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. ასევე, არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან