2017-07-09 19:12:06, 2282 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ცდოსთან გზის სავალ ნაწილზე კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო, მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 128-ე კმ-ზე (სოფელ ცდოსთან) გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები და ხელმძღვანელობა, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს გზის გაწმენდა და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან