2017-07-09 18:35:13, 2537 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში მოზარდს ავტომობილი დაეჯახა
ბათუმში, 12 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს მსუბუქი მანქანა საავტომობილო გზაზე გადასვლის დროს დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან