06:25 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-08 17:27:11, 2518 ნახვა

პოლიტიკა
დავით დონდუამ ბრიუსელში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა

5-6 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით დონდუა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ მდივანს, ჰელგა შმიდს, გენერალური მდივნის მოადგილეს, ჟან-კრისტოფერ ბელიარს, ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურსა და სამოქალაქო დაგეგმარებისა და ქმედებების უწყების ხელმძღვანელს, კენეთ დინს შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების 28-ვე წარმომადგენელთან. მინისტრის მოადგილე შეხვდა ასევე კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის ევროპის ოფისის დირექტორს, ტომას ვალოშეკს. ამასთან, დავით დონდუამმონაწილეობა მიიღო გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში თემაზე „რუსეთის როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში“.

ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მნიშვნელოვან როლზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების პროცესში. განხილულ იქნა არსებული ინსტრუმენტებისა და ფორმატების კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენების გზები. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ევროკავშირის თანათავმჯდომარეობის მნიშვნელობას. განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვლილი კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის საქმეში და ხაზი გაესვა მანდატის შესაბამისად მისიის ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის აუცილებლობას.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის პროვოკაციული ქმედებების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გაგრძელებას, მათ შორის, სოფელ ბერშუეთში ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერის დამონტაჟებას. ხაზი გაესვა, რომ საოკუპაციო ხაზის გამაგრებას უმძიმესი ჰუმანიტარულ შედეგები მოაქვს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომლებიც კარგავენ წვდომას საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებსა და კარ-მიდამოზე. აღინიშნა, რომ თავისუფალი გადაადგილების, კერძო საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების შეზღუდვა ქმნის ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის რისკს.

დავით დონდუამ ვრცლად ისაუბრა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესის შესახებ. აღინიშნა, რომ ამ ფონზე რუსეთის ფედერაცია უარს ამბობს ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებასა და შესრულებაზე და აბრკოლებს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნაზე მოლაპარაკებებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.

ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics