09:26 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-08 15:34:44, 2664 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
არჩილ თალაკვაძე: საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი და მტკიცე მხარდაჭერა დასავლური სამყაროს მხრიდან

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თვალს ადევნებს და სრულად არის ინფორმირებული იმ პროცესებზე, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მინსკში განაცხადა, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 26-ე ყოველწლიური სესია მიმდინარეობს.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა ერთ-ერთ კომიტეტში მომხსენებლად დანიშნეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

"ჩვენი დელეგაცია მონაწილეობს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, სადაც საქართველოს და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე დემოკრატიული რეფორმების და იმ მიღწევების გაზიარება მოვახდინოთ ჩვენი კოლეგებისთვის და პარტნიორებისთვის, რომლებიც რეალურად სახეზე გვაქვს. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი და მტკიცე მხარდაჭერა დასავლური სამყაროს მხრიდან. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის არაერთ დელეგაციასთან გვქონდა შეხვედრები. გავაცანით რეფორმები, მიღწევები, გამოწვევები, რომლებიც დღეს აქვს საქართველოს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი სოფო ქაცარავა ერთ-ერთ კომიტეტში მომხსენებლად დანიშნეს, ერთი წლის ვადით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ვიმუშავეთ რამდენიმე რეზოლუციაზე, სადაც დამატებითი აქცენტები გაკეთდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე, რაც ნიშნავს, იმას რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თვალს ადევნებს და სრულად არის ინფორმირებული იმ პროცესებზე, რომლებიც საქართველოში და ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს", - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 26 ყოველწლიური სესია საკომიტეტო და პლენარული სხდომებით გრძელდება. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ხელმძღვანელობს, სესიის ფარგლებში ინტენსიურ მუშაობას განაგრძობს. ქართველმა კანონმდებლებმა საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობის პარალელურად სხვადსხვა დელეგაციის წევრებთან არაერთი ორმხრივი შეხვედრა გამართა, რომელზეც საქართველოს მხარდამჭერი მესიჯები იქნა გაცხადებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics