2017-07-08 14:42:16, 2482 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ხვალიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს
9, 10 და 11 ივლისს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში.
"9 ივლისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 10 ივლისს დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს", - აცხადებენ სააგენტოში.
სინოფტიკოსების თქმით, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 24-29 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველში 28-33 გრადუსამდე მიაღწევს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან