13:07 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-08 12:50:34, 2586 ნახვა

სამართალი
თამაზ ბაკურიძე მისი ძმის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, შსს-ს აჭარის სამმართველოს მიმართავს

ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებული 45 წლის კობა ბაკურიძის ძმა, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვს.

როგორც ბაკურიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკარგულის ოჯახი რადიკალურ ზომებს მიიღებს.

„მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველოს შემდეგი კითხვით , ჩემ ძმას ან ნებისმიერ ადამიანს ჩაედინა სისხლის სამართლის დანაშაული ანბანის კოშკთან ან თუნდაც სანაპიროს სხვა ადგილას სადაც სათვალთვალო კამერები დგას, ამ შემთხვევაში თქვენ ხომ ოპერატიულად მოახდენდით რეაგირებას და მტკიცებულების სახით დაკავების საფუძველს გამოიყენებდით ზუსტად სათვალთვალო კამერებზე აღბეჭდილ კადრებს?! და ამ შემთხვევაში როცა იცით და თავად გაქვთ აღძრული საქმე რომ ადამიანი დაკარგულია , ასევე გაქვთ ამოღებული მხოლოდ ერთი ფირი სადაც ჩანს როგორ მივიდა ანბანის კოშკთან ავტომანქანით და გადმოვიდა.... რატომ არ მიყევით ბოლომდე კვალს სად როგორ და რა დროს მოძრაობდა სანაპიროზე? 3 ივლისის შემდეგ რა პროცედურებს ელოდებით რომ ამოიღოთ ფირები? დღის ბოლომდე თუ ოჯახს არ ექნება ეს ჩანაწერები მაშინ რაც მოხდება პასუხისმგებლობა შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე დაგეკისრებათ თქვენ... გვფარავდეს უფალი ! იმედია ყველაფერი კარგად იქნება!“, - წერს ბაკურიძე.

ცნობისთვის, კობა ბაკურიძეს უკვე მეოთხე დღეა ეძებენ. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics