11:45 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 15:42:55, 2229 ნახვა

სამართალი
მუსტაფა ჩაბუქის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას სამინისტრო დაცვის მხარეს დღეს გადასცემს

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დაცვის მხარეს დღეს გადასცემს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს:

 „თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ მუსტაფა ემრე ჩაბუქმა 2017 წლის 31 მაისს, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მომართა.

სამინისტრომ განიხილა აღნიშნული განაცხადი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული კანონის თანახმად, ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ  საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით წარმოდგენილი განცხადება სამინისტრომ უნდა განიხილოს საექსტრადიციო დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.

სამინისტროს მიერ მომზადებული გადაწყვეტილება 2017 წლის 7 ივლისს ხელზე გადაეცემა მუსტაფა ემრე ჩაბუქის ინტერესების დამცველ ადვოკატს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics