11:45 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 15:08:14, 2117 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილი ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, პაულა რისიკოს შეხვდა.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება სკანდინავიის ქვეყნებთან და მათ შორის, ფინეთის რესპუბლიკასთან, საქართველოს შს სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

თავის მხრივ, ფინეთის შს მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოსა და ევროპოლს შორის შეთანხმებას ოპერატიული და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

მღებრიშვილმა  ფინელ კოლეგას უწყებაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

მხარეებმა საქართველოსა და ფინეთის შს სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს, მათ შორის, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და სასაზღვრო უსაფრთხოების მიმართულებით.

ფინეთის შს მინისტრმა საქართველოს შს მინისტრი ჰელსინკში მიიწვია და მისგან თბილისში ოფიციალური მოწვევა მიიღო.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics