11:45 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 14:55:51, 2385 ნახვა

სამართალი
პროკურორი: საპატრიარქოს ოქრომჭედლებმა განმარტეს, რომ ციანიდი პრაქტიკაში არასდროს გამოუყენებიათ

პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ სასამართლოს ოქრომჭედლები, რომლებიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ამზადებენ ოქროს სამკაულებს.

გუბელაძის თქმით, მათ განმარტეს რომ არასდროს პრაქტიკაში არ გამოუყენებიათ არც ნატრიუმის და არც კალიუმის ციანიდი.

„შესაბამისად ბრალდებულის განმარტებები, რომ თითქოს ოქრომჭედლებისათვის სჭირდებოდა ვინმე პიროვნებას ნატრიუმის ან კალიუმის ციანიდი არ დადასტურდა. მათ თქვეს, რომ ციანიდი არასდროს გამოუყენებიათ, არაფერში სჭირდებათ. არც არავისთვის მოუთხოვიათ და არც არავის უთქვამს რომ ნატრიუმის ციანიდს მოგიტან და ოქროს რაიმე სამაჯური დაგვიმზადე", - აღნიშნა ზვიად გუბელაძემ.

ამასთან, პროკურორის თქმით, დღეს დაიკითხა შორენა თეთრუაშვილის ექიმი, რომელმაც განმარტა, რომ გველის შხამი მალამოს დასამზადებლად არასდროს გამოუყენებია.

"ბრალდებული განმარტავდა, რომ თითქოს სჭირდებოდა გველის შხამი, რათა მკურნალობა გაეწია თეთრუაშვილისთვის. დაიკითხა კონკრეტული ექიმი, რომელმაც განმარტა, რომ არასდროს გველის შხამი მედიკამენტის, მალამოს დასამზადებლად არ გამოუყენებია. არც შორენასთვის უთხოვია, რომ მოეტანა. შესაბამისად შორენა თეთრუაშვილი არ სთხოვდა ბრალდებულს, რომ გველის შხამი მიეტანა მისთვის მალამოს დასამზადებლად", - განაცხადა გუბელაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics