11:45 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 10:41:30, 2020 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილი ესპანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ხუან იგნასიო ზოიდო ალვარეზს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოსა და ესპანეთის შს მინისტრებმა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული წარმატებული პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და ესპანეთის შს სამინისტროებს გაფორმებული აქვთ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც, ეფექტური თანამშრომლობა ხორციელდება.

შეხვედრაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი ესპანეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს ნაყოფიერ მუშაობას და საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ესპანეთის ეროვნული პოლიციის მიერ ერთობლივად განხორციელებულ წარმატებულ ოპერაციებს.

მხარეებმა საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის FIEP-ში (ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული პოლიციის სტატუსის მქონე ძალების გაერთიანება) გაწევრიანების და ამ მიმართულებით ესპანეთის სამოქალაქო გვარდიასთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

გიორგი მღებრიშვილმა და ხუან იგნასიო ზოიდო ალვარეზმა ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების საკითხიც განიხილეს, რაც საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, დამატებითი ფორმალობების გარეშე ისარგებლონ თავიანთი ქვეყნების კომპეტენტური უწყებების მიერ გაცემული მართვის მოწმობებით მეორე მხარის ტერიტორიაზე.

შეხვედრის დასასრულს, ესპანეთის შს მინისტრმა საქართველოს შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მადრიდში მიიწვია და მისგან თბილისში საპასუხო მიწვევა მიიღო.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics