18:36 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 16:00:14, 2654 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტმა თურქეთთან მოლაპარაკებების დროებით შეჩერებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირმა ოფიციალურ ანკარას გაწევრიანების შესახებ დაწყებული მოლაპარაკებების შეჩერების სანაცვლოდ ნებისმიერ სფეროში მხარდაჭერა შესთავაზა, თუმცა თურქეთის ელჩმა ომერ ჩელიკმა ევროგაერთიანების წინადადებას კატეგორიული უარით უპასუხა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.  

ელჩის განმარტებით მსგავსი მიდგომა ორივე მხარეს დააზარალებს. 

„თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთის შემდეგ, ევროკავშირს თურქეთის მიმართ სოლიდარობა არ გამოუხატავს, ახლა კი სურთ, საბოლოოდ ჩაშალონ მოლაპარაკებები. ეს ძალიან მცდარი ნაბიჯია“, - აღნიშნა ჩელიკმა. 

ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტმა თურქეთთან მოლაპარაკებების დროებით შეჩერებას მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე თურქეთთან მოლაპარაკების დროებითი შეჩერების ანგარიშს მხარი 479 დეპუტატმა დაუჭირა, 37 კი წინააღმდეგი იყო. 107 დეპუტატმა კენჭისყრაზე თავი შეიკავა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ თურქეთში რეფერენდუმის შედეგად მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები კოპენჰაგენის კრიტერიუმებს ეწინააღმდეგება. აღსანიშნავია, რომ პირველად ევროკავშირის ერთ-ერთმა ორგანომ, ქვეყანა რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ამ მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ მოწოდება გააკეთა. არგუმენტად რეჯებ ტაიპ ერდოღანის მმართველობის პერიოდში დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა დასახელდა. ევროპარლამენტში ყურადღება თურქეთში სასამართლო სისტემასა და მედიის თავისუფლების თვალსაზრისით არსებულ პრობლემებზე განსაკუთრებულად გაამახვილეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics