2017-07-06 15:41:56, 2077 ნახვა
საზოგადოება
თურქეთში მოკლული ქართველი ემიგრანტი სამშობლოში გადმოასვენეს
თურქეთში მოკლული გივი მაჩაიძე საქართველოში გადმოასვენეს.
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გარდაცვლილის ახლობლები და ოჯახის წევრები დილიდან ელოდებოდნენ. მათ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გივი მაჩაიძე ურთიერთშელაპარაკების შედეგად დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია და მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან