08:52 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 13:25:32, 1920 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ მეფუტკრეობის მხარდამჭერი ახალი სახელმწიფო პროგრამა მიიღო

დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს მთავრობამ  „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“  სახელმწიფო პროგრამა მიიღო, რომლის ფარგლებშიც  საქართველოში პირველად თაფლის კოოპერაციული საწარმო შეიქმნება.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება, რომელიც თაფლის მწარმოებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცემა პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში.

მათივე ინფორმაციით,  საწარმო აღიჭურვება თაფლის წარმოების სრული ციკლისათვის საჭირო  თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით, სადაც შესაძლებელი იქნება დღეში არანაკლებ ორი ტონა თაფლის გადამუშავება და  ერთგვაროვანი თაფლის მიღება, მოეწყობა სასაწყობე ინფრასტრუქტურა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 900 000 ლარია.

წარმოებული თაფლის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივს დაეკისრება ვალდებულება დაიცვას „თაფლის ტექნიკური რეგლამენტი“, დანერგოს მიკვლევადობისა და  HACCP-ის სისტემები.

პროგრამის ფარგლებში მონაწილისათვის HACCP-ის სისტემის დანერგვისათვის საჭირო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო.

მეფუტკრეობის  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებმაც გაზარდეს  სკების რაოდენობა და შესაბამისად თაფლის წარმოება,  ახლა უკვე შესაძლებლობა აქვთ, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვით, თაფლის კოოოპერაციულ საწარმოში გადაამუშაონ წარმოებული თაფლი და მისცენ მას საბოლოო სასაქონლო სახე.

თაფლის წარმოების გაზრდის მიზნით, სახელმწიფო ახორციელებს მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცათ სკები, თაფლის საწურები და თაფლის შესანახი ავზები 70%-იანი თანადაფინანსებით.

 სულ პროგრამის ფარგლებში 164 კოოპერატივს გადაეცა 13 931 სკა. 28 კოოპერატივს გადაეცა 28 თაფლის საწური და 27 კოოპერატივს გადაეცა 61 400 ლიტრის ტევადობის 713 ავზი. 

 „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“  ახალ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა მეპაიეები არიან მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.

სახელმწიფო პროგრამის მიზანია მეფუტკრეობის, როგორც სოფლის მეურნეობის ეკონომიკურად ეფექტიანი და მზარდი საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგის განვითარება, დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება, სოფლად მოსახლეობის დასაქმების და სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისა და გაძლიერების გზით.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics