11:45 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-05 14:11:20, 2162 ნახვა

სამართალი
შსს-ს გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის პოლიციის უფროსი ეწვია

საქართველოს შს სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის პოლიციის უფროსი, დიტერ შიურმანი დელეგაციასთან ერთად ეწვია.

გერმანიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა და მუნიციპალურ საქმეთა სამინისტროს დელეგაციას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებული მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა როგორც ფედერალურ, ასევე, ფედერალური მიწების დონეზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბერლინში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ატაშეს ნაყოფიერ საქმიანობას, რომელიც ფედერალურ კრიმინალურ სამსახურთან და ცალკეული ფედერალური მიწების კრიმინალურ პოლიციებთან პირდაპირ, სწრაფ და ეფექტურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს.

საქართველოს შს მინისტრის თქმით, გერმანიის ფედერალურ სამართალდამცავ ორგანოებსა და საქართველოს შსს-ს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას შორის თანამშრომლობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ინტენსიური შეხვედრებისა და ინფორმაციის გაზიარების შედეგად, არაერთი ორგანიზებული დანაშაულის საქმე იქნა გამოძიებული.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახურის გადაწყვეტილებით, გერმანული მხარე საქართველოში პოლიციის მეკავშირე ოფიცერის წარგზავნას გეგმავს, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის არსებულ საპოლიციო თანამშრომლობას.

გიორგი მღებრიშვილმა გერმანიის ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის პოლიციის უფროსს საქართველოს შს სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, განხორციელებული პროექტები და დაგეგმილი სიახლეები გააცნო, მათ შორის, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, კრიმინალური პოლიციის რეფორმა, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის პროექტები, ასევე, საგზაო უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics