2017-07-05 11:41:08, 2294 ნახვა
საზოგადოება
ალასანიას ქუჩაზე სპორტული მოედანი მოეწყო
ალასანიას ქუჩა №23-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედანი მოეწყო.
განახლებული მოედანი საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილემ ლუკა კანკავამ დაათვალიერა.
მოედანზე მესამე თაობის ხელოვნური ბალახი დაიგო, დამონტაჟდა ფეხბურთის კარები და საკალათბურთო ფარები.
სამუშაოები შპს „დოკასპორტმა“ განახორციელა.
მიმდინარე წელს საბურთალოს რაიონში უკვე მოეწყო 22 სპორტული მოედანი.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან