2017-07-05 11:34:31, 2147 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სამინისტროსა და სტომატოლოგიურ კლინიკას შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სტომატოლოგიურ კლინიკა „New Dent“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, დევნილებს მომდევნო 5 თვის განმავლობაში, შესაძლებლობა ექნებათ, სტომატოლოგიური კლინიკის მომსახურებით უფასოდ ისარგებლონ.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა და კლინიკის დირექტორმა თეა გზირიშვილმა მოაწერეს.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან