16:49 - 23 Apr, 2026
|
2017-07-04 17:29:54, 2698 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 7 ივლისს შეხვდებიან
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ჰამბურგში 7 ივლისს შეხვდებიან, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. აღნიშნულ ინფორმაციას თეთრი სახლი და ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ადასტურებენ. მედია საშუალების ინფორმაციით, ტრამპისა და პუტინის ორმხრივი მოლაპარაკებები არა სამიტის კულუარებში, ფეხზე დამდგარ ფორმატში, არამედ მაგიდასთან გაიმართება. არსებული ცნობით, პრეზიდენტები ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს, ასევე სირიასა და უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ. ცნობისთვის, გერმანიაში დაგეგმილი დიდი ოცეულის სამიტზე აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)