08:24 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 13:00:08, 1925 ნახვა

საზოგადოება
დაბა ჩაქვის საზოგადოებრივ ცენტრში 12-კლასდამთავრებულებს ატესტატები გადაეცათ

სკოლადამთავრებულებს დღეიდან საქართველოს მასშტაბით მოქმედ 44 - ვე საზოგადოებრივ ცენტრში, იუსტიციის სახლებსა და სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში განათლების დამადასტურებელი ატესტატების მიღება შეეძლებათ.

სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს 12-კლასდამთავრებული 39 000-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული და ისინი ატესტატებს – სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს – უფასოდ მიიღებენ.

ამ დრომდე საქართველოს მასშტაბით 15 500-მდე ატესტატზეა განაცხადი შემოტანილი

ატესტატის მისაღებად აბიტურიენტმა იუსტიციის სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შესაბამისი განაცხადი უნდა შეავსოს. დოკუმენტი განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს ატესტატის დაჩქარებული წესით აღება სურს, მას მოუწევს საფასურის გადახდა. განცხადების წარდგენის დღეს ატესტატის მისაღებად აბიტურიენტი 50 ლარს გადაიხდის, მე-2 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისათვის დაწესებული საფასური 40 ლარს შეადგენს, მე-3 სამუშაო დღეს გაცემისთვის – 30 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელს ატესტატის მიღება განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს სურს, მან 20 ლარი უნდა გადაიხადოს.

აბიტურიენტებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფასურის გადახდის გარეშე მისაღებად განაცხადის გაკეთება 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ. თუ დაინტერესებული პირი პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის მისაღებად უფლებამოსილ სამსახურს არ მიმართავს წლის ბოლომდე, დაინტერესებულ პირზე მომდევნო წელს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი გაიცემა. ატესტატზე განაცხადის შეტანა და დოკუმენტის მიღება სკოლადამთავრებულებს ყოველ სამუშაო დღეს 09:00-დან 18:00 საათამდე შეეძლებათ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics