|
2017-07-04 12:35:31, 2654 ნახვა
მსოფლიო
რაქაში ჯიჰადისტებთან ბრძოლა მიმდინარეობს - სამხედრო ძალებმა ძველი უბნის კედელი გადალახეს და ქალაქში შეღწევა შეძლეს
სირიის ქალაქ რაქაში ჯიჰადისტებთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილმა სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ძველი უბნის კედელი გადალახეს და ქალაქში შეღწევა შეძლეს. მედიის ცნობით, ერთობლივი სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ქალაქი რაქა სირიის დემოკრატიული ძალების მიერ ალყაშია მოქცეული. შეგახსენებთ, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქი 2014 წელს დაიკავეს და ე.წ. სახალიფოს დედაქალაქად გამოაცხადა. ამ დროისთვის რაქაში 4 ათასამდე ჯიჰადისტი იმყოფება. ქალაქის გასათავისუფლებლად სამხედრო ოპერაცია 6 ივნისს დაიწყო. ცნობისთვის, გაერო-ს მონაცემებით, ივნისში ისლამისტებმა 173 მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს. “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები მოქალაქეებს ქალაქის დატოვების საშულებას არ აძლევენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)