08:24 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 11:51:27, 1841 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი კობახიძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც კობახიძის მისალოც განცხადებაშია აღნიშნული, უკვე 25 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს  ერთგულად უდგას გვერდში და ფასდაუდებელია მისი წვლილი.

„ჩვენს ერთგულ მეგობარს და მოკავშირეს გულითადად ვულოცავ მთავარ ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს!

ამ დღეს დაიბადა მსოფლიო დემოკრატიისა და თავისუფლების მთავარი საყრდენი , რომელიც თავისი მოკავშირეებისთვის და პარტნიორებისთვის გახდა ასევე, უმნიშვნელოვანესი საფუძველი დემოკრატიული ღირებულებების განვითარების, თავისუფლებისა და მშვიდობისკენ სწრაფვის გზაზე.

უკვე 25 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულად გვერდში უდგას საქართველოს, ფასდაუდებელია მისი წვლილი და ამაგი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ვისარგებლებ შემთხვევით და ჩვენს ამერიკელ მეგობრებს კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი დასავლური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ მხარდაჭერას ქართველი ერი დიდად აფასებს.

განსაკუთრებით, მინდა მივულოცო ეს დღე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ იან კელის და კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. 
გილოცავთ ჩვენო ამერიკელო მეგობრებო! დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს მსოფლიო კეთილდღეობას, მშვიდობასა და სტაბილურობას“,-ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics