|
2017-07-04 10:40:33, 2591 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის პოლიციამ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე თავდასხმის მზადებაში ეჭვმიტანილი დააკავა
საფრანგეთის პოლიციამ ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე თავდასხმის მზადებაში ეჭვმიტანილი 23 წლის მამაკაცი დააკავა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ქალაქ არჟანტეას მკვიდრია. მამაკაცი პრეზიდენტზე თავდასხმას 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღეს გეგმავდა. როგორც მედია იტყობინება, თავდასხმის შესახებ მან კომპიუტერული თამაშის თანდართულ ელექტრონულ მიმოწერაში განაცხადა, სადაც ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღის შეძენით დაინტერესდა და მიზეზად თავდასხმა დაასახელა. რის შემდეგაც ერთ-ერთ სამთავრობო გვერდზე, რომელიც ინტერნეტში უკანონო აქტივობების მონიტორინგს ახორციელებს, შესაძლო თავდასხმის შესახებ ანონიმური შეტყობინება შევიდა. მედიის ცნობით, ეჭვმიტანილის სახლში მისულ პოლიციელებს მამაკაცი სამზარეულოს დანით დაემუქრა. პოლიციამ ცივი იარაღი მის კუთვნილ ავტომობილშიც აღმოაჩინა. დაკითხვისას ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის მოკვლა პოლიტიკური მოსაზრებებით სურდა და ასევე გამიზნული ჰქონდა სხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებზე თავდასხმა. BBC წერს, რომ მამაკაცი მანამდე გასამართლებული იყო. მას 3 წელი ჰქონდა მისჯილი. მაშინ ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე მან განაცხადა, რომ ნორვეგიელი ანდერს ბრეივიკის ქმედებებს ამართლებს. (ცნობისთვის, ბრეივიკმა 2011 წელს 77 ადამიანი მოკლა).
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)