07:57 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 16:41:02, 2156 ნახვა

საზოგადოება
„ვითიბი ბანკი“ 2017 წლის უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გენერალური სპონსორია

2 ივლისს საქართველოში 19 წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. ვითიბი ბანკი აღნიშნული ტურნირის გენერალური სპონსორია.

გახსნა და პირველი მატჩი, საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის, გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩატარდა.

ეს არის რიგით მე-16 ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატი, რომელიც უეფას ორგანიზებით ხორციელდება, მასში მონაწილეობას რვა ქვეყნის: საქართველოს, გერმანიის, ინგლისის, ჩეხეთის, შვედეთის, პორტუგალიის, ჰოლანდიის და ბულგარეთის ნაკრები იღებს. მატჩები გაიმართება თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, დავით პეტრიაშვილის არენაზე და გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე.

ტურნირის ფინალური დაპირისპირება 15 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics