2017-07-03 14:50:03, 2250 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული გამოცდების პირველი სესიიდან 5 აბიტურიენტი დაგვიანების გამო მოიხსნა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ივა მინდაძის შეფასებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველმა სესიამ წარმატებით ჩაიარა.
როგორც მინდაძემ აღნიშნა, რაიმე სერიოზული სახის ხარვეზები არ დაფიქსირებულა.
"გამოცდაზე დასწრება ძალიან მაღალი იყო. 97% -ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა საგამოცდო ცენტრებში. სამწუხაროდ, ხუთმა აბიტურიენტმა დაიგვიანა და ამის გამო მოიხსნა გამოცდიდან. სხვა მიზეზით ამ ეტაპზე აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნა არ მომხდარა", - განაცხადა ივა მინდაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან