|
2017-07-03 12:10:52, 1924 ნახვა
საზოგადოება
ჩაბუქის ადვოკატი: მივმართავთ სოზარ სუბარს, გულდასმით წაიკითხოს დოკუმენტაცია და ნუ გაწირავს ამ ადამიანებს
დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის განცხადებით, მათ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს 260-გვერდიანი დოკუმენტი წარუდგინეს, რომლითაც მისივე თქმით, დასტურდება, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქსა მისი ოჯახის წევრებს საქართველოში ლტოლვილის სტატუსი უნდა მიენიჭოთ. როგორც ბარათაშვილმა აღნიშნა, „საერთაშორისო ამნისტიის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენლის დაბეჯითებითი რეკომენდაციაა, რომ ჩაბუქის ოჯახს ლტოლვილის სტატუსი უნდა მიენიჭოს. „საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობითი ორგანიზაციის რეკომენდაციაა, ასევე სახალხო დამცველის პოზიცია, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსი მიენიჭოთ“, - განაცხადა ბარათაშვილმა. მისივე თქმით, გაერო-სა და ევროსაბჭოს დასკვნები არსებობს, სადაც მიჩნეულია, რომ თურქეთში მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები, გახშირებულია საპატიმროებში ადამიანის წამებისა და მკვლელობის შემთხვევები. „განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ თურქეთის ოფიციალური მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, ბატონი მუსტაფა ემრე ჩაბუქი, მისი მეუღლე და დემირელის კოლეჯის პედაგოგები მოხსენიებულნი არიან როგორც მოღალატეები, რომლებიც ხელს უწყობენ თურქეთის საწინააღმდეგო მოქმედებებს. ასევე მოხსენიებულია ქართული მედია უარყოფით კონტექსტში, რომ ფულით ამზადებენ რეპორტაჟებს და არიან მოსყიდულნი. მივმართავთ სოზარ სუბარს, გულდასმით წაიკითხოს დოკუმენტაცია და ნუ გაწირავს ამ ადამიანებს“, - სოსო ბარათაშვილი. ცნობისთვის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახის წევრები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის წარმომადგენლებს ხვალ 11:00 საათზე შეხვდებიან. ამასთან, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილებას 7 ივლისს მიიღებს. შეგახსენებთ, თბილისში, 24 მაისს, თურქული მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ჩაბუქს შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად და მისი დაპატიმრება მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული პედაგოგი ბრალს არ აღიარებს.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)