2017-07-03 09:42:42, 1956 ნახვა
საზოგადოება
ელიავას ბაზრობაზე ხანძრის გაჩენის შემდეგ ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზირებული
ელიავას ბაზრობაზე ხანძრის გაჩენის შემდეგ, სულ ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზირებული. დაშავებულებს შორის ერთ-ერთი მეხანძრეა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ელიავას ბაზრობაზე ხანძარი 2500 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე იყო გავრცელებული.
ხანძარი ავტონაწილების მაღაზიაში გაჩნდა და შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა.
ცეცხლის ჩაქრობას 150-მდე მეხანძრე-მაშველი სცდილობდა.
ხანძრის გაჩენის მიზეზებს გამოძიება სწავლობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან