03:27 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-01 21:13:36, 2473 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: ჩვენი გუნდისთვის ყოველთვის მთავარი ღირებულება იყო და არის ადამიანი - მთელი თავისი პრობლემებით

ამ ქალაქში ხალხი ელოდება განახლებას, რაზეც პირდაპირ არის დაკავშირებული მათი ოჯახების კეთილდღეობა, შვილების ჯანმთრელობა, ჯანსაღი გარემო და კომფორტი, - ამის შესახებ კახა კალაძემ მთაწმინდის პარკში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი მთელ ქალაქზე აიღებს პასუხისმგებლობას, რათა თითოეულმა მოქალაქემ თავი თბილისის ორგანულ ნაწილად იგრძნოს.

„ამ ქალაქში ხალხი ელოდება განახლებას, რაზეც პირდაპირ არის დაკავშირებული მათი ოჯახების კეთილდღეობა, შვილების ჯანმთრელობა, ჯანსაღი გარემო და კომფორტი. 

ჩვენი გუნდისთვის ყოველთვის მთავარი ღირებულება იყო და არის ადამიანი - მთელი თავისი პრობლემებით, განცდებით და მომავლის იმედით, გამარჯვების სურვილით. ძალიან მალე თითოეულ თბილისელს დეტალურად გაგაცნობთ იმ პროექტებს და მიზნებს, რის განხორციელებასაც ვგეგმავთ მომავალში, რომლებიც მთლიანად თქვენს მოთხოვნებზე, სურვილებზე თუ საჭიროებებზე არის ორიენტირებული და მორგებული. 

ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას  ვიმუშაოთ, როგორც მთლიანად ქალაქისთვის, ისე კონკრეტულად ყველა  უბნისთვის და პერსონალურად თითოეული თბილისელისთვის. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ასაკის და სქესის, იდენტობის, შესაძლებლობების, ეროვნების თუ სარწმუნოების მიუხედავად თავს გრძნობდეს ამ დიდი ტრადიციების მქონე ქალაქის ორგანულ ნაწილად. ჩვენთან ტოლერანტობა ყოველთვის იყო აყვანილი სახელმწიფო პოლიტიკის ხარისხში და საქართველო ისტორიულად გამოირჩეოდა ამ უნიკალურობით“,- განაცხადა კალაძემ.

კალაძე მოსახლეობას დაპირდა, რომ თბილისში მიმდინარე ქაოტური მშენებლობები დარეგულირდება.

„თბილისი ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების ქალაქია, ჩვენი გამარჯვება ეკუთვნით მათ.  მოწესრიგებული სოციალური ფონი და ეკოლოგია, ავტომობილების მოძრაობა , პარკინგი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაცია -ჩვენი გამარჯვება იქნება. ქაოტური მშენებლობების დარეგულირება, ძველი თბილისის რეაბილიტაცია- კონსერვაცია, მშნებელობის ხარისხის და უსაფრთხოების დაცვის სავალდებულო და აუცილებელი მოთხოვნა - ჩვენი გამარჯვება იქნება. თბილისს თავისი უნიკალური იერსახე ,საუკუნოვანი ხიბლი დაუბრუნდება“,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics